კულტურა
მესხეთის თეატრში უზბეკეთის თეატრალური დასი სპექტაკლს გამართავს
12 ივნისს მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში უზბეკეთის თეატრალური დასი საგასტროლო სპექტაკლს გამართავს. სამარყანდის მხარის ქ. კატაკურღანის სახელმწიფო დრამატული თეატრი ოთარ ქათამაძის ,,აივანს“ წარმოადგენს, რომელიც ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა ნინო მაღლაკელიძემ განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას მესხეთს თეატრი ავრცელებს.

სპექტაკლი მოგვითხრობს ერთი ოჯახის წევრების ამბავს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, მაგრამ სხადასხვა მიზანი და მისწრაფება ამოძრავებთ. მხოლოდ უფროსი თაობის წარმომადგენელი - დედა ფერმონია ზრუნავს ოჯახის ტრადიციებისა და საკუთრების გადარჩენაზე, თუმცა ამაოდ. ხელიდან ეცლებათ საკუთარი სახლის აივანი, რომელსაც უცხო გადამთიელი ეპატრონება.

სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
| Print |