კულტურა
უზბეკეთის თეატრმა ახალციხეში სპექტაკლი გამართა
მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უზბეკეთის სამარყანდის მხარის ქ. კატაღურღანის სახელმწიფო დრამატულ თეატრს უმასპინძლა. სტუმრებმა ახალციხეში ნინო მაღლაკელიძის რეჟისორობით, ოთარ ქათამაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "აივანი" წარმოადგინეს. ენობრივი ბარიერის მიუხედავად, თეატრალურმა წარმოდგენამ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

სტუმრებს შორის ევრაზიის თეატრების ასოციაციის დამფუძნებელი, თეატრმცოდნე აიბეგ კოპაძე და თეატრის დირექტორი ბოტირ ტუგალოვი იმყოფებოდნენ.

მესხეთის თეატრსა და სამარყანდის მხარის ქ. კატაღურღანის დრამატულ თეატრს შორის გასული წლის დეკემბერში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც თეატრებს შორის შემოქმედებითი საქმიანობის გაცნობა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაა. უზბეკეთის თეატრმა ახალციხეში საგასტროლო სპექტაკლი სწორედ აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე წარმოადგინა.

თეატრის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკების მიხედვით, სექტემბერში მესხეთის თეატრი უზბეკეთში გაემგზავრება და ქ. კატაღურღანის თეატრში საგასტროლო სპექტაკლს დადგამს.

მესხეთის თეატრის ფოტო
| Print |