ანსამბლი "მესხეთი" 50 წლის იუბილეს ფილარმონიაში იზეიმებს
20:25 / 24.06.2022
ახალციხის ქორეოგრაფიული ანსამბლი "მესხეთი" ფილარმონიაში სოლო კონცერტისთვის ემზადება. მესხი მოცეკვავეები დედაქალაქში მაყურებლის წინაშე 26 ივნისს წარსდგებიან. ანსამბლის წევრებმა აქტიური მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს.
ანსამბლ "მესხეთისთვის" ეს პირველი სოლო კონცერტი იქნება, რომელსაც ფილარმონიაში გამართავს. კონცერტი ანსამბლის 50 წლის იუბილეს ეძღვნება.