კულტურა
ახალციხეში სახალხო–საეკლესიო დღესასწაულისთვის ემზადებიან

ახალციხეში სახალხო–საეკლესიო დღესასწაულისთვის ემზადებიან. 30 ივნისი დიდმოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღე და ქალაქის დღესასწაულია. ღონისძიებები დილიდანვე დაიწყება. 10:00 საათზე დაგეგმილია სადღესასწაულო წირვა წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.

წირვის შემდეგ ღონისძიებები ახალციხის ციხეზე გაგრძელდება. მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების და მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. მთელი დღე გაგრძელდება კონცერტი ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ჩატარდება შეჯიბრი ჭიდაობასა და მაგიდის ჩოგბურთში. მოეწყობა ახალგაზრდული გასართობ-შემეცნებითი სივრცე. მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი, შალვა ახალციხელის ცხოვრების შესახებ, თეატრალურ წარმოდგენას გამართავს.

18:00 საათზე მთავარ კონცერტს ახალციხის საპატიო მოქალაქე თემურ ყვითელაშვილი მუსიკალური კომპოზიციებით გახსნის. ღონისძიებაზე საპატიო ახალციხელებს გამოავლენენ. დღესასწაულს დაასრულებს ბენდი „ნიუტონი“-ს და ქართული ესტრადის ვარსკვლავების და შემდეგ ელექტრონული მუსიკის კონცერტი.

ახალციხელების დღესასწაული ადგილობრივი ბიუჯეტიდან 26 820 ლარით ფინანსდება.
| Print |