კულტურა
დღეს ახალციხელები ქალაქის დღესასწაულს ზეიმობობენ
30 ივნისს ახალციხეში სახალხო–საეკლესიო დღესასწაული აღინიშნება. დღეს დიდმოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღე და ქალაქის დღესასწაულია.

შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ტარდება, რომლის დასრულების შემდეგაც ახალციხის ციხეზე კულტურული და სპორტული ღონისძიებები დაიწყება. მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების და მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. მთელი დღე გაგრძელდება კონცერტი ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ჩატარდება შეჯიბრი ჭიდაობასა და მაგიდის ჩოგბურთში. მოეწყობა ახალგაზრდული გასართობ-შემეცნებითი სივრცე. მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი, შალვა ახალციხელის ცხოვრების შესახებ, თეატრალურ წარმოდგენას გამართავს.

18:00 საათზე მთავარ კონცერტს ახალციხის საპატიო მოქალაქე თემურ ყვითელაშვილი მუსიკალური კომპოზიციებით გახსნის. ღონისძიებაზე საპატიო ახალციხელებს გამოავლენენ. დღესასწაულს დაასრულებს ბენდი „ნიუტონი“-ს და ქართული ესტრადის ვარსკვლავების და შემდეგ ელექტრონული მუსიკის კონცერტი.

ახალციხელების დღესასწაული ადგილობრივი ბიუჯეტიდან 26 820 ლარით ფინანსდება.
| Print |