კულტურა
ახალციხელობის დღესასწაულზე 2022 წლის "საპატიო ახალციხელები" დასახელდნენ
ახალციხელობის დღესასწაულზე ტრადიციულად "საპატიო ახალციხელები" დასახელდნენ. 2022 წელს ეს ტიტული მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ, ექიმმა კარდიოლოგმა ზვიად მათოშვილმა და მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა სუსანა აკოფოვამ მიიღეს. მათ ჯილდო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და სამცხე-ჯავახეთის რწუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა გადასცეს. 

ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის პირველი წინამძღვარი იყო. 1981 წლის 29 აპრილს იგი მმართველად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაადგინა. იმ დროისთვის, ეპარქიაში ერთადერთი ეკლესია მოქმედებდა. ეს იყო წმიდა მარინეს სახელობის ტაძარი. მესხეთის დანარჩენი ეკლესია-მონასტრები ათეისტური რეჟიმის გამო იყო გაუქმებული. მეუფე ანანიამ 70-წლიანი უქმობის შემდეგ აკურთხა და აამოქმედა საფარის, ვარძიის, ზარზმის, უდეს, ვალეს, ხვილიშის, აბასთუმნისა და სხვა ეკლესიები. მისი უწმიდესობის კურთხევით ამოქმედდა მონასტრებიც. ეპისკოპოსმა ანანიამ 1990 წელს დააარსა ახალციხის სასულიერო სასწავლებელი სემინარია, რომელიც ამავე დროს იყო საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. მის კურსდამთავრებულებს დიპლომი უფლებას ანიჭებდა ეღვაწათ საშუალო სკოლებში საღვთო სჯულის მასწავლებლად.

ზვიად მათოშვილი წარმოშობით სოფელ არლიდან არის, თუმცა დაბადებული და გაზრდილია ქალაქ ახალციხეში. იგი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კარდიოლოგი და არითმოლოგია. აქვს მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი. ამჟამად იგი თბილისში ცხოვრობს. მუშაობს "ნიუ ჰოსპიტალსში" არითმიების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

რაც შეეხება სუსანა აკოფოვას, იგი ახალციხის მესამე საჯარო სკოლას 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. მანამდე იგი მრავალი წლის განმავლობაში, რუსული ენის პედაგოგი იყო.

ახალციხელობის დღესასწაულზე საპატიო მოქალაქის გამოვლენის ტრადიცია, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2013 წლიდან აღდგა. ინიციატორი საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი იყო. 
ახალციხელობის დღესასწაულზე საპატიო მოქალაქის გამოვლენის ტრადიცია, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2013 წლიდან აღდგა.ახალციხელობის დღესასწაულზე საპატიო მოქალაქის გამოვლენის ტრადიცია, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2013 წლიდან აღდგა.ახალციხელობის დღესასწაულზე საპატიო მოქალაქის გამოვლენის ტრადიცია, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2013 წლიდან აღდგა.
| Print |