კულტურა
ფოლკლორულმა ანსამბლმა "ხმა მესხეთიდან" საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა
ფოლკლორულმა ანსამბლმა "ხმა მესხეთიდან" საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა. ანსამბლმა ივნისის თვეში მონაწილეობა მიიღო ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში "ნარინჯისფერი ქობულეთი". ანსამბლის ხელმძღვანელის ნათია ღვინიშვილის თქმით, ჟიურის წინაშე წარმატებით წარსდგნენ და დამსახურებული პირველი ადგილიც მოიპოვეს.

გამარჯვებულებს კონკურსის ფარგლებში დაწესებული პრიზი, მედალი და დიპლომი გადაეცათ. ასევე დიპლომებით დაჯილდოვდა ანსამბლის ყველა მონაწილე.ნათია ღვინიაშვილის თქმით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე "ხმა მესხეთიდან" საქართველოს კურორტ საირმესა და აზერბაიჯანშია მიწვეული.
| Print |