კულტურა
ახალციხეში ციური ასპანიძე–მესხიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ ციური ასპანიძე–მესხიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. სტუდენტებმა და ლექტორებმა მესხი პოეტის ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიებას სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ციური ასპანიძე–მესხიშვილი პროფესიით ფილოლოგი და ინგლისური ენის პედაგოგია. ის წერს როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენებზე. მის ლექსებზე შექმნილია სიმღერები.
| Print |