კულტურა
პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად ხერთვისის ციხის განვითარების გეგმას განიხილავს
ხერთვისის ციხეზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად ციხისთვის ახალი კონცეფციის მინიჭებას განიხილავს.

იმისთვის, რომ ციხე უფრო ფუნქციური გახდეს, პირველ ეტაპზე მოკვლევა დაიწყება. ინიციატივა ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის. კულტურის კომიტეტში, შეიქმნა თემატური ჯგუფი, რომელმაც პრეზენტაცია ციხეზე გამართა. კომიტეტის ინიციატივით თავდაცვითი ტიპის ნაგებობების შესწავლა დაიწყება, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრია.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების - საფორტიფიკაციო ნაგებობების ფიზიკური აღდგენა-რესტავრაცია და ფუნქციური განახლება უახლოეს პერიოდში დაიწყება. სამცხე-ჯავახეთში განლაგებული ციხეები, ყოველთვის კლდეზეა გაშენებული, განსხვავებით დასავლეთ საქართველოში აგებული ციხეებისგან.
| Print |