კულტურა
"ახალციხის ციხე" საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
"ახალციხის ციხის" ტერიტორიაზე 9 ივლისს, 18:00 საათზე, მუსიკის, ცეკვისა და სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი ,,კულტურათა სოლიდარობა“ გაიმართება. ინფორმაციას ციხის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემოქმედებითი კოლექტივები ესტონეთიდან და საქართველოდან:
- ფოლკლორული ჯგუფი ,,ჰობეჰალი“,
- ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლუმინოორედი“,
- მომღერალ ქალთა გუნდი ,,დომინა“,
- სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების სტუდია ,,არაბესკი“
- სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების სტუდია ,,ელიტა“.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
გააზიარეთ :