კულტურა
"ახალციხის ციხე" საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
"ახალციხის ციხის" ტერიტორიაზე 9 ივლისს, 18:00 საათზე, მუსიკის, ცეკვისა და სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი ,,კულტურათა სოლიდარობა“ გაიმართება. ინფორმაციას ციხის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემოქმედებითი კოლექტივები ესტონეთიდან და საქართველოდან:

  • ფოლკლორული ჯგუფი ,,ჰობეჰალი“,
  • ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლუმინოორედი“,
  • მომღერალ ქალთა გუნდი ,,დომინა“,
  • სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების სტუდია ,,არაბესკი“
  • სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების სტუდია ,,ელიტა“.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
| Print |