კულტურა
ახალციხეში ოპერა „კამერატას“ კონცერტი გაიმართა

კლასიკური კონცერტები რეგიონებში - კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტი სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო.

ახალციხის ციხეზე თბილისის, ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ორკესტრის, ოპერის „კამერატას“ კონცერტი გაიმართა. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ოპერის თეატრის წამყვანი მუსიკოსებისთვის და ოპერის წამყვანი სოლისტებისთვის არმაზ დარაშვილისთვის , სულხან გველესიანისთვის და ხათუნა ჭოხონელიძისთვის.

კონცერტზე შესრულდა მსოფლიო კლასიკური მუსიკის პოპულარული საოპერო და ინსტრუმენტული ნაწარმოებები, დასავლეთ ევროპული საოპერო და ნეაპოლიტანური შედევრები.
| Print |