კულტურა
ახალციხეში "მასტერი" და ნათია დუმბაძე კონცერტს გამართავენ
12 აგვისტოს, „ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით, ახალციხეში "მასტერის" და ნათია დუმბაძის კონცერტი გაიმართება.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება და მომღერლების სავარაუდო ანაზღაურება 8 125 ლარს შეადგენს. შემსრულებლების ჰონორარი გამარტივებული შესყიდვის წესით ხორციელდება.

ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა "ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე".
| Print |