კულტურა
ბორჯომის პარკში საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლა კვლავ ფასიანი გახდა

ბორჯომის ცენტრალურ პარკში საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლა კვლავ ფასიანი გახდა, უცხოელი ვიზიტორებისთვის კი ბილეთის ფასი გაიზარდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პარკში უფასოდ მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები შევლენ.

პანდემიამდე პარკში შესვლა ბორჯომელებისთვის უფასო იყო, ხოლო საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის და უცხოელი ვიზიტორებისთვის ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენდა.

სხვადასხვა სახის შეღავათებით კვლავ ისარგებლებენ სტუდენტები, მოსწავლეები და ომის ვეტერანები.

კულტურული ძეგლის დათვალიერების თანხა გაიზარდა ვარძიაშიც და 15 ლარი გახდა.
| Print |