კულტურა
სამსაუკუნოვანი მესხური ოდა, სადაც თითქოს დრო გაჩერდა
სამსაუკუნოვანი ოდა, ფურნე, მესხური პური, ტენილი ყველი - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მდებარე ჯვარიძეების ოდაში თითქოს დრო გაჩერდა. აქ ყველა დეტალი ზედმიწევნით აღდგენილი და გათვალისწინებულია. დღეისათვის ოდა, სიძველითა და გასტროტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორების საყვარელი ადგილია. აქ უძველესი მესხური კერძებით გვიმასპინძლდებიან და მისი მომზადების პროცესში ჩართვის შესაძლებლობას გვაძლევენ.

"თითოეულ მესხურ ოჯახში უნდა შეეძლოს ტურისტს შესვლა და იმ სუფრით აღფრთოვანება" - მიაჩნია მესხეთის გიდს გიორგი ბერიძეს, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, ტურისტულ ვიზიტებს გეგმავს. მისი აზრით, რეგიონი იძლევა იმის საშუალებას, რომ ტურიზმის ეს მიმართულება უფრო მეტად განვითარდეს.

| Print |