კულტურა
რითია გამორჩეული ახალციხის ძველი უბანი - რაბათი?

ებრაული სინაგოგა, კათოლიკური, სომხური და მართლმადიდებლური ტაძრები, 10 ჰექტარ ტერიტორიაზე გადაჭიმული ახალციხის ციხე თავისი მრავალფეროვანი ძეგლებით: წმინდა გიორგის სახელობის მე-9 საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ციხის რეაბილიტაციის დროს აღმოაჩინეს, აჰმედ ფაშა ჯაყელის მიერ აგებული მეჩეთი ფარული ქრისტიანული სიმბოლოებით და სხვა. ახალციხის ძველი უბანი - რაბათი ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი ადგილია. ქალაქის მნიშვნელოვანი ძეგლების გაცნობის გარდა, გიდები ვიზიტორებს ახალციხის ისტორიასაც აცნობენ. რა დაგხვდებათ უბანში, რომელიც წარსულში 5 რელიგიისა და 8 ეთნოსის წარმომადგენლით იყო დასახლებული - ამაზე მესხის გიდი გიორგი ბერიძე მოგიყვებათ.

| Print |