კულტურა
ახალციხის ციხეზე "ფერების ფესტივალი" გაიმართება
12 აგვისტოს ახალციხის ციხე "ფერების ფესტივალს" უმასპინძლებს. ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება ახალგაზრდების საერთაშორისო დღეს მიეძღვნება.

ფესტივალში მონაწილეობას დიჯეი ნატუკა ფოფხაძე, მომღერლები: ნათია დუმბაძე, "მასტერი" და გიორგი პავლიაშვილი მიიღებენ.

"ფერების ფესტივალი" 20:30 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
| Print |