კულტურა
ახალციხეში მომღერალი გრიგორი ესაიანი კონცერტს გამართავს
11 აგვისტოს ახალციხის ციხეზე ეროვნებით სომეხი მომღერლის გრიგორი ესაიანისა და მეგობრების კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

გრიგორი ესაიანი წარმოშობით ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნიდან არის. სწორედ ამიტომ, 10 აგვისტოს 18:00 საათზე, მომღერალი კონცერტს მშობლიურ სოფელშიც გამართავს. ღონისძიება წინუბნის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში იმართება.

| Print |