კულტურა
ახალციხის მერია პაატა გულიაშვილის საღამოებს გამართავს
ახალციხის მუნიციპალიტეტში, პაატა გულიაშვილის სიმღერისა და იუმორის საღამოები გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი ახალციხის მერიაა.

18 აგვისტოს, 20:00 საათზე, კონცერტი ვალის კულტურის სახლის მიმდებარედ ჩატარდება.

საღამო 19 აგვისტოს, აწყურში გაგრძელდება. კონცერტი კულტურის სახლის ეზოში 20:00 საათზე გაიმართება.

პაატა გულიაშვილის საღამოები ახალციხის მერიას 7 500 ლარი უჯდება.
| Print |