კულტურა
პაატა გულიაშვილის კონცერტი ვალის ნაცვლად სოფელ მუსხში ჩატარდება
პაატა გულიაშვილის სიმღერისა და იუმორის საღამო დღეს, ქალაქ ვალის ნაცვლად სოფელ მუსხში ჩატარდება. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს. კონცერტი ახალგაზრდული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 20:00 საათზე დაიწყება.

გულიაშვილის საღამო 19 აგვისტოს აწყურში გაგრძელდება. კონცერტი კულტურის სახლის ეზოში 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენეთ რომ თავდაპირველად პაატა გულიაშვილის საღამოები ვალესა და აწყურში იყო დაგეგმილი. ვალეში 49 წლის ქალის გარდაცვალების გამო კონცერტი გაუქმდა.

გულიაშვილის საღამოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 500 ლარია გამოყოფილი.

| Print |