კულტურა
ახალციხის ციხის გახსნიდან 10 წელი გავიდა
ახალციხის ციხის გახსნიდან 10 წელი გავიდა. 2012 წლის 16 აგვისტოს განახლებული ციხე საზეიმოდ გაიხსნა.

7 ჰექტარ ტერიტორიაზე გადაჭიმული კომპლექსის რეაბილიტაცია 2011 წლის მაისში დაიწყო. პროექტის მიხედვით, მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება გადაწყდა. თუმცა, ძველის აღდგენის გარდა, ციხეს თანამედროვე ტიპის ობიექტებიც შეემატა.

გახნის ცერემონიაზე სომხური წარმოშობის ფრანგმა მომღერალმა შარლ აზნავურმა იმღერა.

მისი რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. კომპლექსის განახლების პროცესს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა.
| Print |