კულტურა
ბორჯომში ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა
ბორჯომში ქართველი მუსიკოსის ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა. ცერემონია მის იუბილეზე 17 აგვისტოს გაიმართა. მუსიკოსის სახელობის სკვერი ახალი უბნის დასახლებაში გაიხსნა, იქ სადაც ზურაბ დოიჯაშვილი გაიზარდა.

სკვერის გახსნის ცერემონიის შემდეგ საღამო ბორჯომის ცენტრალურ პარკში გაგრძელდა. ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე მომღერლის მეგობრები - ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, ბესიკ კალანდაძე, ზურა მანაგაძე, ზურა კობეშავიძე, ენრიკო ჯანელიძე, ბადრი ჯანაშვილი, ტატო გოდერძიშვილი და ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" წარსდგნენ.ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მისი მოადგილეები, საკრებულოს წევრები, მომღერლის ოჯახის წევრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

წყარო: ბორჯომის მუნიციპალიტეტი
| Print |