კულტურა
ბულგარეთის ფესტივალიდან ახალციხელები ოქროს მედლებით დაბრუნდნენ
ახალციხელი ახალგაზრდები ბულგარეთში გამართული ფესტივალიდან 3 ოქროს მედლით დაბრუნდნენ. გრიგორ განმანთლებლის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან არსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეები ღონისძიებაზე სხვადასხვა აქტივობით წარსდგნენ.

ფესტივალში ახალციხელებმა ხატვის, მოდების ჩვენებისა და ცეკვის კონკურსში გაიმარჯვეს. ფესტივალი ბულგარეთის ქალაქ ვარნაში 24-27 აგვისტოს გაიმართა. მასში ახალციხის, ქუთაისისა და ბულგარეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
| Print |