კულტურა
ცნობილი თურქი მსახიობი, ებრუ შაჰინი ახალციხეშია
ცნობილი თურქი მსახიობი ებრუ შაჰინი საქართველოში მოგზაურობს. იმჯერად ის ახალციხეს ეწვია და ახალციხის ციხე დაათვალიერა. მსახიობი ფოტოებს საკუთარ ისნტაგრამ გვერდზე აქვეყნებს.
შაჰინი დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქული სერიალების მოყვარულებში. მას გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავს საქართველოშიც.
ებრუ შაჰინი თურქეთში, ქალაქ სტამბოლში დაიბადა. სწავლობდა სტამბოლის უნივერსიტეტში, დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტი. ცხოვრობდა დედასთან და ბებიასთან ერთად. ცნობილია რეიიან შადოღლუს როლის შესრულებით ATV ტელესერიალში, „Hercai“.
| Print |