კულტურა
ახალციხის თოჯინების თეატრმა ახალი, 41-ე სეზონი დაიწყო

ახალციხის თოჯინების თეატრმა რიგით 41-ე სეზონი დაიწო და პატარა მაყურებელს სპექტაკლით "ესმამ დაქოქა მანქანა"- უმასპინძლა.

სპექტაკლის რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია, ხოლო პიესა დრამატურგ ალექს ჩიღვინაძეს ეკუთვნის. წარმოდგენა მომზადდა პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

ახალციხის თოჯინების თეატრი მაყურებელს მრავალფეროვან სეზონს და უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.

| Print |