კულტურა
ჯემალ სეფიაშვილის კონცერტის გამართვა ახალციხის ბიუჯეტს 10 000 ლარი უჯდება
18 სექტემბერს ახალციხის ციხეზე, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება და ჯამში 10 000 ლარი იხარჯება.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მომღერალი ცისანა სეფიაშვილი და მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ 6 000 ლარს ჯემალ სეფიაშვილი აიღებს, 4 000 ლარს კი მისი შვილი, ცისანა სეფიაშვილი. დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.

მიმდინარე წლის ზაფხულში მერიის ორგანიზებით, ახალციხეში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. კონცერტის მონაწილეებთან თვითმმართველობამ ხელშეკრულება პირდაპირ, უკონკურენტოდ გააფორმა.

2022 წლის 11 აგვისტოს ,,ლეო ანთაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო" გაიმართა. სხვა ხარჯების გარდა, მხოლოდ მსახიობს 3 500 ლარი გადაუხადეს. 

2022 წლის 18-19 აგვისტოს მსახიობმა და მომღერალმა პაატა გულიაშვილმა, აწყურსა და მუსხში სიმღერისა და იუმორის საღამო გამართა. თვითმმართველობამ ამაში 7 500 ლარი გადაუხადა. 

2022 წლის 12 აგვისტოს ახალციხეში „ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე“ აღნიშნეს. საღამოს კონცერტზე მომღერლებმა ნათია დუმბაძემ და გიორგი პავლიაშვილმა, "მასტერმა" იმღერეს. მათი ანაზღაურება 8 125 ლარი იყო. 
| Print |