კულტურა
24 სექტემბერს ასპინძაში "შოთაობა" გაიმართება
24 სექტემბერს, 12 საათზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში პოეზიის სახალხო დღესასწაული ,,შოთაობა 2022'' გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროგრამის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:
  • ადგილობრივი წარმოების პროდუქტების, ასევე ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრებს გამოფენა-გაყიდვა.
  • სპორტული ღონისძიებები: მკლავჭიდი, ჭიდაობა, ქვის აზიდვა.
საღამო ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტით დასრულდება.

ღონისძიებისთვის გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა, რის გამოც ასპინძის თვითმმართველობამ ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის წესით, ინდ. მეწარმე „შოთა ჩილინგარაშვილს“ – 34 821 ლარზე გაუფორმა.

"შოთაობა" სახალხო დღესასწაულია და ასპინძის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად აღინიშნება.

| Print |