კულტურა
მიჭირს ახალციხის ციხისგან განშორება - გიორგი ნათენაძე დირექტორის პოსტს ტოვებს
ახალციხის ციხის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საზოგადოებისთვის მისი ფეისბუქ-პოსტიდან გახდა ცნობილი. გიორგი ნათენაძე 2021 წლის 9 დეკემბერს ციხის დირექტორის პოსტზე ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა წარადგინა. ყოფილი ხელმძღვანელი წერილში მადლობას უხდის როგორც მუნიციპალიტეტის პირველ პირს, ასევე ციხის ადმინისტრაციასა და მთელ გუნდს ერთად გაწეული შრომისა და გამოცხადებული ნდობისთვის.

,,მიჭირს ახალციხის ციხისგან განშორება, მაგრამ დრო მოვიდა ჩემს საქმიანობას დავუბრუნდე და ჩემს ბიზნეს მივხედო. ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი შედგა 9 თვის განმავლობაში და ძალიან ბევრი იყო დაგეგმილი. მივდივარ და გიტოვებთ პროექტებს რომელიც დაწყებულია და დიდი იმედი მაქვს რომ გაგრძელდება.

ამ უმოკლეს პერიოდში გეტყვით რომ ახალი გეგმით სექტემბრის ბოლოს უკვე გადავაჭარბეთ მთლიანი წლის დაგეგმილ შემოსავლებს. მეტიც, 2019 წელთან შედარებით 3-ჯერ ნაკლები ვიზიტორით მივიღეთ იგივე შემოსავალი რაც 2019 წელს 150 000 ვიზიტორით.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრას პარტნიორობისთვის და მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა ამერიკის საელჩოს მხარდაჭერისთვის:

ჩვენ ერთად შევქმენით ააიპ ახალციხის ციხის განვითარების სტრატეგია, შევქმენით ახალი და ეფექტური ადმინისტრაციული სტრუქტურა, დავიწყეთ HR სტრატეგიის შემუშავება და შემდგომი ქოუჩინგი, დავიწყეთ მარკეტინგული სტრატეგიის გაწერა წლების ჭრილში, რომელიც მომავალი 14 თვის განმავლობაში შეიქმნება, იქმნება ახალი ვებ გვერდი და ოფიციალური სოციალური გვერდები, იქმნება ახალი ლოგო და ბრენდ ბუქი, შეიქმნება რაბათის რამდენიმე ოფიციალური საიმიჯო კლიპი, დაწყებულია რაბათის კომერციალიზაციის გეგმა... 
ყველაფერის ჩამოწერა შორს წაგვიყვანს, თუმცა იმედი მაქვს რომ ყოველი ახალი წელი რაბათისთვის იქნება უკეთესი. მე მაინც ვრჩები თქვენს გვერდით და სიამოვნებით დავეხმარები ახალ დირექტორს დაწყებული პროექტების ეფექტურად განხორციელებაში"
- წერს გიორგი ნათენაძე.
| Print |