კულტურა
ღვინის დღეები ახალციხის ციხეზე გაიმართება
ღვინის ფესტივალი გაიმართება 11 ოქტომბერს ახალციხის ციხეზე. ფესტივალი ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ტარდება. ღვინის დღეები უკვე ჩატარდა ბორჯომში.
საფესტივალო სივრცე ქალაქის ცენტრალურ სკვერში მოეწყო.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 10 ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი კომპანია. მოეწყო ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მესხური მწვანე, ფანასკერტელის მარანი, თამარის ვაზი და სხვა ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები და მესხური ყველი ტენილი.
მოეწყო ასევე მასტერკლასი და  სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის. ფესტივალს ადგილობრივი მოსახლეობა, სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღვინის ფესტივალი 25 მუნიციპალიტეტში ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება.
| Print |