კულტურა
ქართულ ღვინოს რვაათასწლიანი ისტორია აქვს - ახალციხის მერი
ღვინის ფესტივალი ბორჯომის შემდეგ ახალციხეში გაიმართა. ახალციხის ციხეზე 15-მდე ადგილობრივი მწარმოებელი იყო წარმოდგენილი, მათგან რვა მეღვინეა.

ფესტივალი ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ტარდება. ციხის ტერიტორიაზე მოეწყო ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მესხური მწვანე, ფანასკერტელის მარანი, თამარის ვაზი და სხვა ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები და მესხური ყველი ტენილი.

ღვინის ფესტივალი 25 მუნიციპალიტეტში ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. ფესტივალის დასასრულს მრავალჟამიერი ნორვეგიულ ანსამბლთან ერთად შესრულდა.
| Print |