კულტურა
ვარძიაში წვიმის შედეგად ქვები ჩამოცვივდა

ძლიერი წვიმის შემდეგ ვარძიის შესავლელში ლოდები ჩამოცვივდა და მიმდებარე ტერიტორია დააზიანა. კუკური მეტრეველის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"წუხანდელი გადაუღებელი წვიმის შემდეგ ამ დილით ვარძიის სამონასტრო კომპლექსის წინა ნაწილში, საყარაულოს თავზე ვეებერთელა ლოდები მოწყდა და გამაყრუებელი ხმით და გრუხუნით შესასვლელში ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. საბედნიეროდ მცველი უვნებლად გადარჩა!"- აცხადებს კუკური მეტრეველი.

| Print |