კულტურა
ახალციხეში „პურის ფესტივალი“ მიმდინარეობს (ფოტორეპორტაჟი)
ახალციხის ციხეზე პურის ფესტივალი გრძელდება. ბიოლოგიურ მეურნეობათა მეცნიერების ასოციაცია ელკანას ინიციატივით სამცხე-ჯავახეთში წელს მეოთხედ იმართება.
ფესტივალის მიზანია ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა და ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვა/გასაღების მოკლე, თანამშრომლობითი ჯაჭვების წარმოჩენა-წახალისება.
ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მესხური კერძების ოსტატებს, ადგილობრივი და ტრადიციული პროდუქტების მწარმოებელ ფერმერებს, რეწვის ოსტატებს და სხვადასხვა საინტერესო მასტერკლასებს.
ფესტივალის სტუმრები ასევე გაეცნენ ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათი მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნეს ადგილზე გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის ხორბლის პური, ადგილობრივი პროდუქტები და სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული კერძები.
მათ შორის ტრადიციულ მესხურ ფურნეში გამომცხვარი მესხური ქადა, კაკალა პური, სომინი, ტენილი ყველი, კამეჩის მაწონი, ასევე ყველი, აპოხტი, თუთის ნაწარმი, თაფლი, ღვინო, ქვევრის ლუდი და სხვა.
ახალციხის ციხეზე ასევე გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
| Print |