კულტურა
ახალციხის თოჯინების თეატრი საუკეთესო სცენოგრაფიისთვის დაჯილდოვდა
ყაზახეთის ქალაქ კოკშეტაუში დღეს დასრულდა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი #teartkokshe,  რომელშიც მონაწილეობას ხუთი ქვეყნის 18 სპექტაკლი იღებდა. საქართველოს ფესტივალზე წარმოადგენდა საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება ახალციხის თოჯინების თეატრი.

საუკეთესო სცენოგრაფიისთვის დაჯილდოვდა ვახტანგ ქორიძე სპექტაკლისთვის “პატარა უფლისწული”, რომლის რეჟისორია ლექსო ჩემია.

ახალციხის თოჯინების თეატრი გასტროლით ყაზახეთში, ქალაქ კოკშეტაუში 25 ოქტომბერს გაემგზავრა. თეატრი ყაზახეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო ფესტივალზე "TeART-Kokshe" -ზე მიიწვიეს.

| Print |