კულტურა
ახალციხის თოჯინების თეატრი პრემიერისთვის ემზადება

ახალციხის თოჯინების თეატრი პრემიერისთვის ემზადება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილის, ლექსო ჩემიას განცხადებით, პატარა და დიდ მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელოდება. "მეცხრე არხთან" საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ თეატრი ყაზახეთიდან საინტერესო გამოცდილებით და რჩევებით დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ქალაქ კოკშეტაუში, გიმართა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი #teartkokshe, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 5 ქვეყნის 18 სპექტაკლი.

საქართველოს ფესტივალზე წარმოადგენდა საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების, ახალციხის თოჯინების თეატრი, სადაც საუკეთესო სცენოგრაფიისთვის დაჯილდოვდა ვახტანგ ქორიძე და თოჯინების თეატრის გუნდი.
| Print |