კულტურა
მინდა ფილმი პრესტიჟულ ფესტივალებზე წარსდგეს - გიორგი ბარბაქაძე
ამერიკაში მცხოვრებმა ბორჯომელმა რეჟისორმა მშობლიურ ქალაქზე ფილმის გადაღება დაიწყო. გიორგი ბარბაქაძე მოკლემეტრაჟიან ფილმს საკუთარ ბავშვობაზე იღებს. ამბავი 80-იან წლებში განვითარებულ მოვლენებსა და ორი მეგობრის ურთიერთობასა და ბულინგს ეხება.

ფილმისთვის საჭირო სცენების გადაღება ბორჯომში 12 ნოემბერს დასრულდება. ბორჯომელი რეჟისორი 20 წლის იყო, როცა მშობლიური ქალაქი დატოვა. ჯერ ავსტრალია, შემდეგ ამერიკა - ასეთია რეჟისორის უცხოური ცხოვრება.

ვიდეომასალა მომზადებულია ტელეკომპანია ,,ბორჯომის" მიერ

| Print |