კულტურა
ახალციხეში, შშმ პირებისთვის კონცერტი ჩატარდა

დახმარებისა და ინტეგრირების ლიგამ, 12 ნოემბერს, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, შშმ პირებისთვის კონცერტი გამართა, რომელშიც როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა ქალაქების მოცეკვავეები და მომღერლები მონაწილეობდნენ. კონცერტის დასასრულს მაყურებლებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ლიგის ხელმძღვანელის არჩილ გოგბერაშვილის თქმით, კონცერტის ჩატარებამდე, ორგანიზაცია იძიებს შშმ პირთა შესახებ ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ გეგმავს კონცერტის დეტალებს.
| Print |