კულტურა
ახალციხის სამხატვრო სკოლამ გამოფენა გამართა

ახალციხის სამხატვრო სკოლაში წლის ბოლო, შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.

მოსწავლეებმა დამთვალიერებლების წინაშე ფერწერის და კერამიკის ნამუშევრები წარადგინეს. ნახატებს შორის საახალწლო თემატიკა სჭარბობდა.

მსგავსი საანგარიშო გამოფენები ყოველი წლის ბოლოს, წინასაახალწლოდ იმართება.
| Print |