კულტურა
მესხეთის თეატრმა "გრან-პრი" მოიპოვა
მესხეთის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა „გრან-პრი“ თეატრალური სეზონის საუკეთესო სპექტაკლისთვის მოიპოვა. „ირინეს ბედნიერება“ ასე ჰქვია გამარჯვებულ სპექტაკლს, რომლის რეჟისორი საბა ასლამაზიშვილია, ავტორი კი დავით კლდიაშვილი.
ღონისძიება ქართული თეატრის დღეს მიეძღვნა. ამ დღის ფარგლებში ასევე გაიმართა „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ყოველწლიური, ტრადიციული კონკურსის „წლის საუკეთესო ნაწარმოები“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და ვერიკო ანჯაფარიძის, კოტე მარჯანიშვილისა და აკაკი ხორავას სახელობითი პრემიების გადაცემა.


| Print |