კულტურა
ახალციხის თოჯინების თეატრმა სეზონის პირველი პრემიერა გამართა

ახალციხის თოჯინების თეატრმა სეზონის პირველი პრემიერა გამართა. მსახიობებმა ჟიულ ვერნის ცნობილი ნაწარმოები “80 000 კილომეტრი წყალქვეშ” - გააცოცხლეს.

წარმოდგენის რეჟისორი დავით თარბაა, მასში მონაწილეობას კი მსახიობები: მაია თორდუა, ლიანა გელაშვილი, ცირა ტაბატაძე, მიხეილ ბერიძე, თამაზ კუჭაძე, ანი ხუბუტია, დავით ჩილინგარაშვილი, ქრისტინე ინასარიძე, მარინე მამულაიძე იღებენ.

სპექტაკლი "80 000 კმ. წყალქვეშ“ ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანს ეფუძნება წყნარი ოკეანის წყლებში მეზღვაურები იდუმალ მოვლენებს აწყდებიან. პროფესორი არონაკსის და მისი მეგობრების თავგადასავალი მას შემდეგ იწყება, როდესაც ისინი საიდუმლოებების ამოხსნას გადაწყვეტენ. სპექტაკლის გმირები წყალქვეშა სამყაროში მოგზაურობენ სამყაროში, რომელიც შეუსწავლელი, ამოუცნობი და საოცარია სად მიაქროლებს პერსონაჟებს ლეგენდარული ნაუტილუსი? ვინ არის კაპიტანი ნემო? როგორი იქნება მოგზაურობის დასასრული? რა საიდუმლოებებს ინახავს წყალქვეშა სამყარო?

ყველა დროის საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის თოჯინურ ინტერპრეტაციას ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სცენაზე პირველად გათამაშდა.
| Print |