ამინდი
როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 26 მარტს 3-5 გრადუსით მოიმატებს.

ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში უმეტესად ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 25 და 26 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 17 და 18, ღამით კი 5 და 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 14 და 18, ღამით კი 4 და 5 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 17 და 18 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 და 6. ადიგენში დღისით 11 და 14, ღამით ორივე დღეს 4 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 12 და 13, ღამით ორივე დღეს 1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 9 და 11- ს, ღამით კი 0 და 1 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე ღრუბლიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 11 და 14 გრადუსს, ხოლო ღამით 3 და 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანშიც დღისით 9 და 11, ღამით კი მინუს 1 და 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 17 და 19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 9 და 10 გრადუსი იქნება.
| Print |