კულტურა
თეატრის რეაბილიტაცია 20 თვეს გაგრძელდება - ანტონ ობოლაშვილი

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მესხეთის თეატრის რეაბილიტაციის დაწყების პირობა ახალციხეში 2022 წლის ოქტომბერში დადო. მიუხედავად დაპირებისა, ამ დრომდე სარემონტო სამუშაოები არ დაწყებულა.

დაგვიანების მიზეზად, თეა წულუკიანმა 2019 წელს მომზადებული ხარჯთაღრიცხვის პროექტი დაასახელა, რომის მიხედვით თეატრის რეაბილიტაციისთვის 10 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მინისტრის ვარაუდით, კი თეატრში სარემონტო სამუშაოებისთვის მინიმუმ 15 მილიონი მაინც არის საჭირო.

სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, სამუშაოები მაისიდან დაიწყება და 20 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
| Print |