კულტურა
ახალციხეში, ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება
15 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ,,ეროვნული დრამატურგიის რიგით VII საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს” მართავს. 

ფესტივალში 21 თეატრალური დასი მონაწილეობს საქართველოდან და უცხოეთიდან. ფესტივალი "თავისუფალი თეატრის" სპექტაკლით გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ირაკლი სოლომონაშვილის ‘’მხოლოდ 5 დღე’’.

,,მესხეთის თეატრი ტრადიციულად გპირდებათ დაუვიწყარ სანახაობას, წარმოგიდგენთ მრავალფეროვან რეპერტუარს, სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლებით. შეხვდებით თქვენთვის საყვარელ მსახიობებს, წარმატებულ რეჟისორებს, ცნობილ თეატრმცოდნეებსა და კრიტიკოსებს, რომლებიც გამართავენ დისკუსიებს, ფესტივალის მიმდინარეობისა და ქართული დრამატურგიის შესახებ" - ნათქვამია მესხეთის თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2 ივნისს ფესტივალს დახურავს მესხეთის დრამატული თეატრი.
| Print |