კულტურა
მესხეთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. "ვოდევილები"(იჭვიანი, ოინბაზი) -ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელსაც მაყურებელი ოთხშაბათს, სამ მაისს იხილავს.

სპექტაკლის რეჟისორი კახა გოგიძეა, მასში მონაწილეობას მსახიობები: მანანა ბერიძე, ჯუნა თუმანიშვილი, კონსტანტინე კახიშვილი და მალხაზ შაყულაშვილი მიიღებენ.

წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი კი 10 ლარია. ბილეთის შეძენა შეგეძლებათ, როგორც წინასწარ დაჯავშნით, ისე თეატრის სალაროში.
| Print |