კულტურა
რას ნახავთ ეროვნული დრამატურგიის მეშვიდე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე - იხილეთ აფიშა
15 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ,,ეროვნული დრამატურგიის რიგით VII საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს” მართავს.

ფესტივალში 21 თეატრალური დასი მონაწილეობს საქართველოდან და უცხოეთიდან. ფესტივალი "თავისუფალი თეატრის" სპექტაკლით გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ირაკლი სოლომონაშვილის ‘’მხოლოდ 5 დღე’’.

2 ივნისს ფესტივალს დახურავს მესხეთის დრამატული თეატრი.

იხილეთ აფიშა:

15 მაისი - თბილისის თავისუფალი თეატრი
ირაკლი სოლომანაშვილი ,,მხოლოდ ხუთი დღე” რეჟ. თომა ათანელიშვილი

16 მაისი - თბილისის მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
დავით კლდიაშვილი ,,ირინეს ბედნიერება” რეჟ. ელენე მაცხონაშვილი

17 მაისი - თბილისის ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
ნოდარ დუმბაძე ,,Hellados” რეჟ. ნატალია გალოგრე

18 მაისი - მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
შადიმან შამანაძე ,,ღია შუშაბანდი“ რეჟ. კახა გოგიძე

19 მაისი - თბილისის შალიკაშვილის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი
დავით შალიკაშვილი ,,ნატვრის ხე“ რეჟ. დავით შალიკაშვილი

20 მაისი -თბილისის სანდრო მრევლიშვილის სახ. პროფესიული მუნიციპალური თეატრი
თამაზ მეტრეველი ,,სამშობლო” რეჟ. გურამ ბერეკაშვილი

21 მაისი - თბილისის პ. ადამიანის სახ. სომხური სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
თამარ ბართაია ,,მთავარი როლი” რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი

22 მაისი - ამბროლაურის მუნიციპალიტეტთან არსებული სახალხო თეატრი
თ. ფხაკაძე ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში’’ რეჟ. მამუკა ცერცვაძე

23 მაისი - რუსთავის გ. ლორთქიფანიძის სახ. პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი
ზურაბ ანტონოვი ,,მზის დაბნელება საქართველოში’’ რეჟ. გიორგი ქანთარია

24 მაისი - ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
იასმინა რეზა ,,ხრამუნა’’ პაატა ციკოლია, (დასაწყისი 15:00 სთ)

24 მაისი - თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი
დავით კლდიაშვილი ,,დარისპანის გასაჭირი“ რეჟ. საბა ასლამაზიშვილი

25 მაისი - ცხინვალის ი. მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
ნიკოლოზ წულუკიძე ,,სამხეცე!“ რეჟ. გოჩა კაპანაძე

26 მაისი - დმანისის ზ. კვერენჩხილაძის სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
ნინია სადღობელაშვილი „ხალდე“ რეჟ. გიორგი სიხარულიძე

27 მაისი - თელავის ვაჟა-ფშაველას სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
თამაზ ჭილაძე ,,ლიბიდო" რეჟ. გოგი ჩაკვეტაძე

28 მაისი - თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
გიორგი ერისთავი ,,უჩინმაჩინის ქუდი“ რეჟ. ციცინო კობიაშვილი

29 მაისი - თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრი
ნოდარ დუმბაძე ,,თეთრი ბაირაღები" რეჟ. ოთარ ქათამაძე

30 მაისი - გორის გ. ერისთავის სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის მიხედვით ,,მე მოვალ - სიზმარი“ ნიკოლოზ ჰაინე - შველიძე
დასაწყისი 17:00 სთ (მცირე სცენა)

30 მაისი - ჭიათურის ა. წერეთლის სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
დავით კლდიაშვილი ,,დარისპანის გასაჭირი" რეჟ. გოჩა კაპანაძე

31 მაისი - თურქეთი, ტრაპზონის სახელმწიფო თეატრი
მატეი ვისნიც ,,ვეძებთ მოხუც კლოუნს“ რეჟ. მურათ ქიდამლი

1 ივნისი - მოლდავეთი, იონ ლუკა კარაგეალის ეროვნული სატირული თეატრი
უილიამ შექსპირი ,,HAMLET” რეჟ. ალექსანდრე გრეკუ

2 ივნისი - მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
რ. ერისთავი, ავქს. ცაგარელი ,,ვოდევილები“ რეჟ. კახა გოგიძე

| Print |