კულტურა
Imagine Dragons-ის ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება
Imagine Dragons-ის ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათიდან ვებ-გვერდზე - TKT.GE დაიწყება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე Imagine Dragons-ის დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 125 ლარიდან დაიწყება 870 ლარამდე იქნება.

კერძოდ, კონცერტზე დამსწრეებს ბილეთები შეუძლიათ ასევე შეიძინონ 190 ლარად, 200 ლარად, 250 ლარად, 310 ლარად, 370 ლარად, 500 ლარად და 870 ლარად.

„31 აგვისტოს Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდი Imagine Dragons თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ეწვევა. მილიონობით გაყიდული ალბომების და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით ლას ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს. ალბომ Mercury-ის ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოში გამართავს კონცერტს ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც Imagine Dragons ნამდვილი სუპერსტარების ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით.

ბილეთების შეძენას 11 მაისის, 12:00 საათიდან შეძლებთ ვებგვერდზე TKT.GE.

ღონისძიების დასაწყისი: 21:00

კარი გაიღება: 17:00

Starring Georgia 2 წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |