კულტურა
ახალციხის თოჯინების თეატრმა "ევროპის დღეებში" მიიღო მონაწილეობა

6 მაისს, "ევროპის დღეების" ფარგლებში, გამართულ ღონისძიებაში, ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლით "ესმამ დაქოქა მანქანა" მიიღო მონაწილეობა.

სპექტაკლის რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია, ხოლო პიესა დრამატურგ ალექს ჩიღვინაძეს ეკუთვნის. წარმოდგენა მომზადდა პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.
| Print |