კულტურა
ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის VII საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

15 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ‘’ეროვნული დრამატურგიის რიგით VII საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს” მართავს. ფესტივალში 21 თეატრალური დასი მონაწილეობს საქართველოდან და უცხოეთიდან.

ფესტივალი "თავისუფალი თეატრის" სპექტაკლით გაიხსნა. ახალციხელმა მაყურებელმა ირაკლი სოლომონაშვილის ‘’მხოლოდ 5 დღე’’ იხილა. 2 ივნისს ფესტივალს მესხეთის დრამატული თეატრი დახურავს. 19 დღის განმავლობაში, მაყურებლებს შესაძლებლობა აქვს იხილოს მრავალფეროვანი რეპერტუარი, სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლებით.

მესხეთის თეატრში „ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი” უკვე მეშვიდედ ტარდება.
| Print |