კულტურა
სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი მნახველებს უფასოდ მასპინძლობს
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ დღეს, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი მსურველებს უფასოდ 20:00 საათამდე მასპინძლობს.

სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, ახალციხეში 1923 წელს დაარსდა, რომლის ბაზაზეც 1937 წელს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გაიხსნა. 1972 წელს მუზეუმს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

მასში რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია თავმოყრილი: უძველესი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული მასალა და ფოტო-დოკუმენტები.

დღეისათვის მუზეუმის ფონდებში 25 ათასზე მეტი ექსპონატი არის დაცული, მათ შორის ხელნაწერთა და ძველ ნაბეჭდ წიგნთა ფონდი. განსაკუთრებული ადგილი ქართულ ლაპიდარულ ნიმუშებსა და ხალიჩა-ფარდაგების გამოფენებს უკავია.

2012 წლამდე მუზეუმი ავარიულ შენობაში იყო განთავსებული. რაბათის ციხის რეაბილიტაციის შემდეგ კი ექსპონატები ახალ საგამოფენო დარბაზებში გადავიდა.

მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს. სწორედ, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმები ყოველწლიურად გეგმავენ კრეატიულ ღონისძიებებსა და აქტივობებს, რომლებიც უკავშირდება მუზეუმის
| Print |