მესხეთის თეატრში დღეს, სპექტაკლზე დასწრებას 10 ლარის ნაცვლად 5 ლარად შეძლებთ
14:28 / 26.05.2023
მესხეთის თეატრში დღეს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სპექტაკლზე დასწრებას 10 ლარის ნაცვლად 5 ლარად შეძლებთ. ამის შესახებ ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"მესხეთის თეატრი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გაცნობებთ, რომ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, თეატრის გადაწყვეტილებით, სპექტაკლზე დასწრებას 10 ლარის ნაცვლად, 5 ლარად შეძლებთ.
ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს - "ხალდე".
სპექტაკლი სწორედ დამოუკიდებლობის თემატიკაზე.
წარმოდგენა დაიწყება 19:00 საათზე! გელოდებით " - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული დრამატურგიის მეშვიდე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი გრძელდება.
გთავაზობთ დარჩენილი სპექტაკლების განრიგს:
26 მაისი - დმანისის ზ. კვერენჩხილაძის სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ნინია სადღობელაშვილი „ხალდე“ რეჟ. გიორგი სიხარულიძე
27 მაისი - თელავის ვაჟა-ფშაველას სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი თამაზ ჭილაძე ,,ლიბიდო" რეჟ. გოგი ჩაკვეტაძე
28 მაისი - თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი გიორგი ერისთავი ,,უჩინმაჩინის ქუდი“ რეჟ. ციცინო კობიაშვილი 29 მაისი - თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძე ,,თეთრი ბაირაღები" რეჟ. ოთარ ქათამაძე
30 მაისი - გორის გ. ერისთავის სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის მიხედვით ,,მე მოვალ - სიზმარი“ ნიკოლოზ ჰაინე - შველიძე დასაწყისი 17:00 სთ (მცირე სცენა)
30 მაისი - ჭიათურის ა. წერეთლის სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი დავით კლდიაშვილი ,,დარისპანის გასაჭირი" რეჟ. გოჩა კაპანაძე 31 მაისი - თურქეთი, ტრაპზონის სახელმწიფო თეატრი მატეი ვისნიც ,,ვეძებთ მოხუც კლოუნს“ რეჟ. მურათ ქიდამლი
1 ივნისი - მოლდავეთი, იონ ლუკა კარაგეალის ეროვნული სატირული თეატრი უილიამ შექსპირი ,,HAMLET” რეჟ. ალექსანდრე გრეკუ
2 ივნისი - მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი რ. ერისთავი, ავქს. ცაგარელი ,,ვოდევილები“ რეჟ. კახა გოგიძე