კულტურა
მესხეთის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან
5 და 6 ივლისს, მესხეთის თეატრში პრემიერა სახელწოდებით: "შვიდი ნოველა" გაიმართება

სპექტაკლის რეჟისორი ლია სულუაშვილია.

შვიდი ნოველა“ თანამედროვე ზღაპარია, რომელიც მარტივად და გასაგებად უყვება მაყურებელს ადამიანის უფლებების პატივისცემისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ.

წარმოდგენა განკუთვნილია ბავშვებისა და მოზარდებისთვის, თუმცა მასში წარმოჩენილი მნიშვნელოვანი თემები ზრდასრულ მაყურებელსაც დააინტერესებს.

სპექტაკლი შეიქმნა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურთან თანამშრომლობით:„მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართული პრემიერით ვიწყებთ თეატრალურ წარმოდგენათა ციკლს, რომელიც ადამიანის უფლებების პატივისცემასა და პერსონალური მონაცემების დაცვას ემსახურება. მომავალი რამდენიმე თვის მანძილზე, ასეთივე წარმოდგენები მარნეულისა და ლაგოდეხის ადგილობრივ თეატრებშიც გაიმართება. ყველა თეატრი, რომელიც ჩართულია ამ პროექტში, თავისებურად გაიაზრებს ამ უმნიშვნელოვანეს თემებს და, რაც მთავარია, ამ ინფორმაციას ბავშვებსა და მოზარდებს საინტერესო და სახალისო სახით მიაწვდის. გვიხარია, რომე ევროკავშირთან ერთად, მხარს ვუჭერთ ამ თეატრალურ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დაცვას და ამ მხრივ, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას“, - განაცხადა რუსუდან ტუშურმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერმა.

სპექტაკლს საფუძვლად უდევს სამი თანამედროვე ქართველი მწერლის - ნატო დავითაშვილის, დიანა ანფიმიადისა და თამარ გეგეშიძის მიერ დაწერილი ზღაპრები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე.

სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება.
| Print |